ურთიერთდაკავშირებული ტექსტების გადაცემის ოქმი (Hypertext Transfer Protocol შემოკლ. HTTP) წარმოადგენს გამოყენებითი დონის ოქმს, ურთიერთდაკავშირებული დოკუმენტების, როგორციაა HTML, ქსელში გადასაგზავნად. იგი განკუთვნილია ურთიერთკავშირისთვის ბრაუზერებსა და ვებსერვერებს შორის, თუმცა სხვა დანიშნულებითაც იყენებენ ხოლმე. HTTP მიყვება ფართოდ გავრცელებულ კლიენტ-სერვერის მოდელს, რომლის მიხედვითაც კლიენტი იწყებს დაკავშირებას მოთხოვნის გაგზავნით, შემდეგ კი ელოდება პასუხს. HTTP წარმოადგენს მუდმივი მდგომარეობის არ მქონე ოქმს, რაც გულისხმობს, რომ სერვერი არ ინარჩუნებს რამე მონაცემს (მდგომარეობას) მოთხოვნებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესად TCP/IP შრეზე მუშაობს, მისი გამოყენება შესაძლებელია გადაცემის ნებისმიერ შრეზე; ამასთან, ეს ოქმი არ კარგავს შეტყობინებებს შეუმჩნევლად, როგორც UDP.

გაკვეთილები

იხილეთ, თუ როგორ გამოიყენება HTTP სახელმძღვანელოებისა და გაკვეთილების დახმარებით.

HTTP-ის მიმოხილვა
ძირითადი შესაძლებლობები კლიენტ-სერვერის ოქმის: რისი გაკეთება შეუძლია და რისთვისაა განკუთვნილი.
HTTP-კეში
კეში, ანუ მონაცემების დროებით გადანახვა, სწრაფი წვდომისთვის, მეტად მნიშვნელოვანია ვებსაიტების წარმადობისთვის. ამ სტატიაში აღწერილი იქნება კეშის შენახვის სხვადასხვა გზები და თუ როგორ იყენებს HTTP თავსართებს, მათ სამართავად.
HTTP-ფუნთუშები
თუ როგორ მუშაობს ფუნთუშები (cookies) აღწერილია ბმულზე RFC 6265. HTTP-მოთხოვნის დამუშავებისას, სერვერს შეუძლია გაგზავნოს Set-Cookie HTTP თავსართი საპასუხოდ. კლიენტი კი შემდეგ დააბრუნებს ფუნთუშის მნიშვნელობას ყოველი მოთხოვნისას იმავე სერვერზე, Cookie-მოთხოვნის თავსართის სახით. ფუნთუშას შეიძლება მიეთითოს ვადის ამოწურვა გარკვეულ თარიღზე, ან შეიზღუდოს გარკვეული მისამართისა და მდებარეობის მიხედვით.
სხვადასხვა წყაროდან მასალების გაზიარება (CORS)
საიტთაშორისი (Cross-site) მოთხოვნები არის HTTP-მოთხოვნები იმ მასალებისთვის, რომელთა წყაროსაც სხვა საიტი წარმოადგენს, ნაცვლად საიტისა, რომლიდანაც ეს მოთხოვნები იგზავნება. მაგალითად, ეს ის შემთხვევაა, როცა HTML-გვერდი A-მისამართიდან (http://domaina.example/) გზავნის მოთხოვნას სურათის გამოსაძახებლად B-მისამართიდან (http://domainb.foo/image.jpg), img-ელემენტის მეშვეობით. დღესდღეობით, ვებგვერდები ხშირად ტვირთავენ საიტთაშორის მასალებს, როგორიცაა CSS-ცხრილები, სურათები, სკრიპტები და ასევე სხვა ფაილები. CORS საშუალებას აძლევს ვებსაიტების შემმუშავებლებს, მართონ თავიანთი საიტების მოქმედებები, საიტთაშორისი მოთხოვნებისას.
HTTP-ის განვითარება
მოკლე შინაარსი ცვილებებისა, მოყოლებული HTTP-ის ადრეული ვერსიებიდან, თანამედროვე სახის HTTP/2 და მომდევნო ვარიანტებამდე.
Mozilla-ს მითითებები, ვებსივრცეში უსაფრთხოების შესახებ
რჩევების ნაკრები, რომელიც მომუშავე ჯგუფებს დაეხმარება უსაფრთხო ვებპროგრამების შექმნაში.
HTTP-შეტყობინებები
აღწერს სახესა და აგებულებას სხვადასხვანაირი შეტყობინებების HTTP/1.x და HTTP/2 ვერსიების.
HTTP-კავშირის მიმდინარეობა
ნაჩვენები და ახსნილია, HTTP-სეანსის თითოეული საფეხური.
კავშირის მართვა HTTP/1.x ვერსიაში
აღწერილია მართვის სამი სახის მოდელი, რომელიც ხელმისაწვდომია HTTP/1.x ვერსიაში, განხილულია თითოეულის ძლიერი და სუსტი მხარეები.

ცნობარი

გაეცანით HTTP-ს შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოცემულ მასალებში.

HTTP-თავსართები
HTTP-შეტყობინების თავსართები გამოიყენება მასალის, აგრეთვე სერვერის ან კლიენტის მოქმედების აღსაწერად. კერძო სახის თავსართების დამატება, შესაძლებელია X- წინსართით; სხვების კი IANA-ს რეესტრში, რომელთა თავდაპირველი შიგთავსი განსაზღვრულია RFC 4229-ში. IANA აგრეთვე ზედამხედველობს ახლად წარდგენილი HTTP-შეტყობინებების თავსართების რეესტრს.
HTTP-მოთხოვნის გზები
სხვადასხვა მოქმედების შესრულებაა შესაძლებელი, HTTP-ით: GET, POST, აგრეთვე ნაკლებად ცნობილი მოთხოვნების OPTIONS, DELETE და TRACE.
HTTP-მდგომარეობის საპასუხო კოდები
HTTP-ს საპასუხო კოდები მიუთითებს, თუ როგორი წარმატებით შესრულდა ესა თუ ის HTTP-მოთხოვნა. პასუხები შეიძლება დაიყოს ხუთ ჯგუფად: საინფორმაციო სახის, წარმატების აღმნიშვნელი, გადამისამართებები, კლიენტის შეცდომები და სერვერის შეცდომები.
CSP-მითითებები
Content-Security-Policy პასუხის თავსართის ველები, საშუალებას აძლევს საიტის ხელმძღვანელებს, მართონ ის მასალები, რომელთაც მომხმარებლის პროგრამა ჩატვირთავს ვებგვერდზე. მცირე გამონაკლისების გარდა, დებულებები ძირითადად ეხება სერვერის წყაროსა და სკრიპტის დასრულებას.

ხელსაწყოები და სასარგებლო ბმულები

გამოსადეგი ხელსაწყოები და გვერდები, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ HTTP-ის მუშაობის საფუძვლები და შეძლოთ მისი გამართვა.

Firefox-ის შემმუშავებლის ხელსაწყოები
ქსელის ზედამხედველობა
Mozilla Observatory

პროექტი, რომლის მიზნაიცაა, დაეხმაროს შემმუშავებლებს, სისტემის მმართველებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავეებს, გამართონ თავიანთი საიტების დაცვა და უსაფრთხოება.

RedBot
ხელსაწყო, კეშთან დაკავშირებული თავსართების შესამოწმებლად.
როგორ მუშაობს ბრაუზერები
ყოვლისმომცველი სტატია ბრაუზერის შიდა პროცესებისა და HTTP-ოქმის მოთხოვნების მიმდინარეობის შესახებ. აუცილებლად წასაკითხი, ნებისმიერი ვებშემმუშავებლისთვის.

დოკუმენტების ჭდეები და წვლილის შემტანები

ამ გვერდის შექმნაში, წვლილის შემტანები: G12r
ბოლო განახლების ავტორი: G12r,